ზიდანი ფედერიკო ვალვერდეთი ძალიან კმაყოფილია

11:39, 28.03.2019
MADRID, SPAIN - MARCH 16: Federico Valverde of Real Madrid during the La Liga Santander  match between Real Madrid v Celta de Vigo at the Santiago Bernabeu on March 16, 2019 in Madrid Spain (Photo by David S. Bustamante/Soccrates/Getty Images)

მადრიდის რეალის ურუგვაელი ნახევარმცველი ფედერიკო ვალვერდე ვარჯიშებზე თავდაუზოგავი შრომის წყალობით ზინედინ ზიდანის მოწონებას იმსახურებს. ზიდანი ახალგაზრდა ნახევარმცველის ფიზიკური მდგომარეობით, სისწრაფით და ვერტიკალური ფეხბურთისადმი მიდგომით ძალიან კმაყოფილია.

ზიზუ ვალვერდეს ლა ლიგის დარჩენილ 10 ტურში კარგად დააკვირდება და მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. თავად ფედერიკოს უახლოეს მომავალში კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა სურს, რათა სამომავლო გეგმების შესახებ უკეთ გაიგოს. ვალვერდეს სათადარიგო სკამის ფეხბურთელის როლი არ ხიბლავს და მეტი სათამაშო დრო სურს.
გაზეთ მარკას ინფორმაციით, ვალვერდეს მიმართ ინტერესს ექვსი კლუბი იჩენს – ორი ლა ლიგიდან, ოთხი კი ევროპის სხვა ქვეყნებიდან.

მსგავსი