ზიდანი ედეგორს „რეალში“ დამკვიდრების შანსს მისცემს
ზიდანი ედეგორს „რეალში“ დამკვიდრების შანსს მისცემს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი მარტინ ედეგორი მომდევნო სეზონში თავის გამოჩენის შანსს მიიღებს.

ნორვეგიელი ფეხბურთელის იმედი აქვს მადრიდელთა მთავარ მწვრთნელს ზინედინ ზიდანს, რომელიც შეეცდება, რაც შეიძლება ხშირად გამოიყენოს 21 წლის ფეხბურთელი.

მიმდინარე სეზონში ედეგორი იჯარის წესით თამაშობს „სოსიედადში”. მან ბასკურ კლუბში 23 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

სკანდინავიელი „რეალს“ 2015 წლიდან ეკუთვნის, თუმცა, „სამეფო კლუბში“ ფეხბურთელს მხოლოდ ორი მატჩი აქვს ჩატარებული.