ზიდანი - „ბარსელონას“ მესი ჰყავს, მაგრამ ჩვენც გვაქვს საკუთარი იარაღი
ზიდანი - „ბარსელონას“ მესი ჰყავს, მაგრამ ჩვენც გვაქვს საკუთარი იარაღი

„სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა „ბარსელონასთან“ ხვალინდელ უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„რამდენიმე მატჩის განმავლობაში კარგად ვითამაშეთ, – ციტირებს ზინედინ ზიდანს AS. – კმაყოფილები ვართ მოვლენების განვითარებით.

გვითხრეს, რომ სასტუმროდან „ბარსელონასთან“ ერთად უნდა გამოვიდეთ და ჩვენ ერთად გამოვალთ. არაფრის ახსნა არ არის საჭირო, მთავარია ვითამაშოთ.

არ ვფიქრობ, რომ თამაში გადაიდება. მთელი ენერგია კონცენტრირებულად უნდა მივმართოთ მინდორზე და გვწამდეს, რომ თამაში გაგრძელდება. ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ თამაშისთვის მოვემზადოთ.

მახსოვს, ელ კლასიკოს თამაშები, სადაც ვმონაწილეობდი – ეს არის მატჩი, რომლითაც თქვენ ცხოვრობთ. ვიცით, რასთან მოგვიწევს დაპირისპირება. მათ მესი ჰყავთ, მაგრამ ჩვენც გვაქვს საკუთარი იარაღი“.