მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გაიხსენა, როგორ მუშაობდა საკუთარ თავზე, რათა საუკეთესო ფეხბურთელი გამოსულიყო.
„ერთადერთი, რისი კეთებაც მინდოდა – ფეხბურთის თამაში იყო, ამიტომაც, სკოლაში ხანდახან პრობლემები მექმნებოდა. მშობლები არასოდეს მტუქსავდნენ, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ჩემი დამოკიდებულება საქმისადმი არასწორი იყო. ერთხელ მათ მითხრეს – „ვიცით, რომ შენში რაღაც არის, ამიტომაც მოიქეცი ისე, როგორც საჭიროდ ჩავთლი“. და როცა მამისგან და დედისგან ნებართვა მივიღე, მთლიანად დავუთმე საკუთარ თავი იმას, ვინც მინდოდა გამოვსულიყავი. როცა „კანში“ მოვხვდი და სხვა ფეხბურთელების ვარჯიშს ვუყურებდი, მივხვდი, რომ სწორედ ამის კეთება მინდოდა.
იმ მომენტიდან მოყოლებული, ბოლომდე ვიხარჯებოდი და ვიბრძოდი, რათა საუკეთესო მოთამაშე გავმხდარიყავი. კარგად ვისვენებდი, მაგრამ ბარებში დასალევად არასოდეს წავსულვარ. საკუთარ თავზე ვზრუნავდი, ბევრ წყალს ვსვამდი და გაწელვების ვარჯიშებს ვაკეთებდი. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, რათა საუკეთესო ფეხბურთელი გამოვსულიყავი. ეს ნებისმიერ ფასად უნდა გამეკეთებინა. ასე გავაბედნიერე ჩემი მშობლები და ვაიძულე ჩემით ეამაყათ“, – მოუყვა გაზეთ „ასს“ (AS) ზიდანმა.