ზიდანი - ასენსიო და აზარი სათამაშოდ მზად არიან
ზიდანი - ასენსიო და აზარი სათამაშოდ მზად არიან

„რეალ მადრიდის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი აცხადებს, რომ ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩს მარკო ასენსიო და ედენ აზარი სრულ მზადყოფნაში ხვდებიან. კორონავირუსით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატი უკვე განახლდა და მადრიდული სამეფო კლუბი პირველ მატჩს „ეიბარის“ წინააღმდეგ გამართავს.

„კარგი ამბავი ის არის, რომ აზარსა და ასენსიოს საკმარისი დრო ჰქონდათ მოსამზადებლად, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელებს. ისინი ჩვეულ რეჟიმში ემზადებიან და სათამაშოდ მზად არიან. ეს შესანიშნავი ახალი ამბავია ჩვენი გუნდისთვის“, – მოჰყავს ზიდანის სიტყვები „მარკას“.

მატჩი „რეალსა“ და „ეიბარს“ შორის ხვალ, 14 ივნისს, მადრიდის ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.