ზღაპრის ბოლო კეთილია - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გამარჯვება სიმღერით აღნიშნეს [ვიდეო] #1TVSPORT
ზღაპრის ბოლო კეთილია - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გამარჯვება სიმღერით აღნიშნეს [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი ოფში საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს.

ჩვენი ნაკრების გახარებული მოთამაშეები საპრესკონფერენციო დარბაზში შემოვიდნენ და უდიდესი წარმატება სიმღერით (ზღაპრის ბოლო კეთილია) აღნიშნეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის მეორე შანსი მიეცა და ამჯერად გამოიყენა, ბერძნები პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიული შედეგი აჩვენა.