ზესტაფონში მკვლელობა მოხდა
ზესტაფონში მკვლელობა მოხდა

ზესტაფონში, აღმაშენებლის გამზირზე მკვლელობა მოხდა.

პირველი არხის ინფორმაციით, მკვლელობა ავტოსადგომზე დასაქმებულებს შორის თანხის განაწილებასთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს მოყვა.

ერთ-ერთმა პირმა მამაკაცს თავში რკინის ნაჭერი ჩაარტყა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული დაკავებულია და საქმეზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.