„ზესტაფონის“ პრეზიდენტმა საქართველოს დროშა კილიმანჯაროზე აღმართა #1TVSPORT
„ზესტაფონის“ პრეზიდენტმა საქართველოს დროშა კილიმანჯაროზე აღმართა #1TVSPORT

ილია კოკაიამ აფრიკის კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი, ტანზანიისა და კენიის საზღვარზე მდებარე კილიმანჯარო (სიმაღლე – 5 895 მეტრი) დალაშქრა – ინფორმაციას საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მეპატრონე და ბიზნესმენი ილია კოკაია ექსპედიციაში ალპინიზმისა და მთის ტურიზმის მოყვარულთა ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა, რომელთა შორის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

საინტერესოა, რომ კილიმანჯაროს უმაღლეს მწვერვალ უხურუზე ასვლისას ყველაზე რთულად მთის (მაღლივი) აკლიმატიზაციის საჭიროება ითვლება. ეკვატორთან სიახლოვისა და ბუნებრივი ზონების (ქამრების) სიმრავლის გამო, აფრიკის უმაღლეს წერტილზე ასვლისას ადამიანს დედამიწაზე არსებული თითქმის ყველა კლიმატური ზონის გამოვლა უწევს.

კილიმანჯაროზე ასვლის შემდეგ ილია კოკაიამ მწვერვალზე საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართა.

აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის” მეპატრონე ილია კოკაიას 3 ოქტომბერს 65 წელი შეუსრულდა.