ზესტაფონის „მარგვეთი“ ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის საქართველოს თასის გამარჯვებულია #1TVSPORT
ზესტაფონის „მარგვეთი“ ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის საქართველოს თასის გამარჯვებულია #1TVSPORT

ზესტაფონის „მარგვეთიამპუტანტ ფეხბურთელებში საქართველოს თასის მფლობელია – ფინალური შეხვედრა სფფ-ის გვიმბალაურის საფეხბურთო აკადემიის სტადიონზე გაიმართა, სადაც ზესტაფონელები „თბილისს“ დაუპირისპირდნენ.

ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის საქართველოს თასის გათამაშებაში ექვსი გუნდი მონაწილეობდა. ფინალისტების გარდა, მთავარი პრიზის მოსაპოვებლად გორის „დილა“, გორის „ქართლი“, „ბათუმი“ და ზუგდიდის „ოდიში“ იბრძოდნენ. ამპუტანტ ფეხბუთელთა შორის საქართველოს ჩემპიონატისა და თასის გათამაშებები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სრული დაფინანსებით იმართება.

საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრაში „მარგვეთის“ მეტოქე – „თბილისი“ 2020 წელს საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა, ხოლო 2021 წლის სეზონში საქართველოს ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა.

ამ შეხვედრაში კი „თბილისი“ მეტოქესთან ვერაფერს გახდა. მატჩი მარგვეთელების უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ, ზესტაფონელებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს – 3:0.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ზესტაფონის „მარგვეთს“ კუთვნილი ჯილდო სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა და საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნინო სორდიამ გადასცა.