ზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი ისევ წარსდგებიან სასამართლოს წინაშე #1TVSPORT
ზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი ისევ წარსდგებიან სასამართლოს წინაშე #1TVSPORT

თითქმის 10 წლის წინ კორუფციაში დასდეს ბრალი მსოფლიო ფეხბურთის ორ უმსხვილეს ჩინოვნიკს – ზეპ ბლატერსა და მიშელ პლატინის. 2022 წელს სასამართლომ მათ მიმართ გამამართელებლი განაჩენი გამოიტანა, თუმცა ამით საქმე არ დასრულებულა.

როგორც სააგენტო Associated Press-ი წერს, შვეიცარიის პროკურატურამ მაშინვე შეიტანა აპელაცია ამ გადაწყვეტილების გამო, მაგრამ სასამართლო პროცესი მხოლოდ ახლა დაიწყო. საქმეს განიხილავს ბაზელის სასამართლო, რომელიც განაჩენს 25 მაისს გამოიტანს.

შეგახსენებთ, რომ ბლატერსა და პლატინის ბრალად ედებათ თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება და თანხების მითვისება. კერძოდ, პლატინის ადანაშაულებენ ფიფა-ს კუთვნილი ორი მილიონი შვეიცარიული ფრანკის გადარიცხვაში მას შემდეგ, რაც რუსეთსა და კატარს მიენიჭათ მსოფლიოს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების მასპინძლობის უფლება.