ზელინსკიმ „ნაპოლისთან“ ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ზელინსკიმ „ნაპოლისთან“ ახალი კონტრაქტი შეათანხმა

„ნაპოლიმ“ პეტრ ზელინსკისთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა. აღნიშნულ ინფორმაციას „ფუტბოლ იტალია“ (Football Italia) ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, 26 წლის პოლონელი ახალ კონტრაქტს ხელს ივნისში მოაწერს. „ნაპოლიმ“ ნახევარმცველს კლუბში დარჩენა 2024 წლამდე შესთავაზა. მისი ხელფასი კი წელიწადში ოთხნახევარი მილიონი ევრო იქნება. ხელშეკრულებაში ასევე ჩადებულია პუნქტი, რომლის თანახმადაც ფეხბურთელის გასხვისების შემთხვევაში, მსურველ გუნდს 100 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

2019/2020 წლების სეზონში ზელინსკიმ „ნაპოლის“ შემადგენლობაში 35 შეხვედრა ჩაატარა, მის ანგარიშზე კი ორი გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემაა.