ზელენსკი აცხადებს, რომ არ უყვარს შუაში ყოფნა და არ სურს, უკრაინაც იყოს შუაში
ზელენსკი აცხადებს, რომ არ უყვარს შუაში ყოფნა და არ სურს, უკრაინაც იყოს შუაში

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის თქმით, არ სურს, რომ მისი ქვეყანა „დიდი ბოსების“ სუფრაზე საკვები იყოს. პროგრამა „სავიკ შუსტერის თავისუფალი სიტყვის“ ეთერში მან თქვა, რომ თავად არ უყვარს შუაში ყოფნა და ასევე არ სურს, რომ უკრაინა იყოს შუაში.

„მსურს, რომ ჩვენ ვისხდეთ ამ სუფრასთან და ვიყოთ თანასწორი და ძლიერი ქვეყანა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამერიკულმა ჟურნალმა „თაიმმა“ ყდაზე უკრაინის პრეზიდენტის სურათი განათავსა სათაურით: „კაცი შუაში, უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი პუტინსა და ტრამპს შორის აღმოჩნდა“. ნომრის მთავარი სტატია სწორედ უკრაინის პრეზიდენტს ეძღვნება. ჟურნალის ნომერი 16 დეკემბერს გამოვა.