ზედიზედ სამი მარცხით ბოლო ადგილზე - ქართველების „აპოელი“ „აპოლონმა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ზედიზედ სამი მარცხით ბოლო ადგილზე - ქართველების „აპოელი“ „აპოლონმა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველების „აპოელმა“ კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა – ამჯერად გუნდმა ლიმასოლში „აპოლონთან“ წააგო.

სამივე ქართველი (მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია) მე-3 ტურის გასვლით შეხვედრაში „აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, სადაც ნიქოზიას გუნდმა ლიმასოლის „აპოელს“ უმასპინძლა. მასპინძელთა განაცხადში იყვნენ გიორგი პაპუნაშვილი და რეზი ინჯგია, მაგრამ არ უთამაშიათ.

აპოელმა“ მატჩი კარგად დაიწყო და მე-2 წუთზე ანდრეას კაროს გოლით დაწინაურდა. მაგრამ ექვსი წუთის შემდეგ „აპოლონმა“ ანგარიში გაათანაბრა – მასპინძელთა კარი ბასელ ჟრადიმ აიღო. ლიმასოლის გუნდს დაწინაურება მე-18 წუთზე პენალტით შეეძლო, მაგრამ იოანის პიტასი დარტყმის დროს დაეცა და ბურთი კარს ააცილა. „აპოლონმა“ მიზანს მაინც მიაღწია – ლეო ნატელის დარტყმას ლუკას ვიეირა დე სოუზა გადაეფარა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა – 1:2.

პირველ ტაიმში აქტიური იყო თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც 28-ე წუთზე სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი ნახტომში მოიგერია. 64-ე წუთზე შანსი გიორგი ქვილითაიას მიეცა, თუმცა დარტყმა მცველმა დაბლოკა. ბოლოს შანსი ისევ ოქრიაშილს ჰქონდა და კარს ააცილა, „აპოლონმა“ 2:1 მოიგო.

ლიმასოლის „აპოლონმა“ საწყის სამ თამაშში 9 ქულა დააგროვა და გათამაშებას ლიდერობს, ხოლო ნიქოზიას „აპოელი“ ჩემპიონატში ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ უქულოდაა და ბოლო ადგილზე იმყოფება.