ზედიზედ სამი ბრძოლის წაგების შემდეგ კელვინ ნგასტელუმმა პირველი გამარჯვება იზეიმა - ამ და სხვა ბრძოლების შედეგები
ზედიზედ სამი ბრძოლის წაგების შემდეგ კელვინ ნგასტელუმმა პირველი გამარჯვება იზეიმა - ამ და სხვა ბრძოლების შედეგები

UFC 258-ის ფარგლებში ლას ვეგასში დღეს სულ 10 ბრძოლა გაიმართა. მთავარი დაპირისპირება ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის ქამრისთვის შედგა. კამარუ უსმანმა ყოფილი გუნდელი გილბერტ ბერნსი მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ტიტული კიდევ ერთხელ დაიცვა. მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა გიგა ჭიკაძის თანაგუნდელმა კელვინ გასტელუმმა. წარმოშობით მექსიკელმა მებრძოლმა იან ჰაინიში მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დაამარცხა (30-27, 29-28 და 29-28).

 

სხვა ბრძოლების შედეგები

ალექსა გრასომ მეისი ბარბერს მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით სძლია (29-28, 29-28 და 29-28).

რიკი სიმონმა ბრაიან კელეჰერს ასევე მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.

ჯულიან მარკეზმა მაკი პიტოლო მესამე რაუნდში მომგუდავი ილეთით დაამარცხა (anaconda choke).

ასევე მტკივნეული ილეთით (guillotine choke) გაიმარჯვა ენტონი ჰერნანდესმა როდოლფო ვიერასთან ბრძოლაში, რაც ალბათ საღამოს ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო.

ბელალ მუჰამადმა დიეგო ლიმა მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დაამარცხა (30-27, 30-27 და 30-27).

პოლინა ვიანამ მალორი მარტინს მტკივნეული ილეთით (armbar) სძლია.

კრის გუტიერესმა ენდრიუ ეველი დამაჯერებლად დაამარცხა (30-26, 29-28 და 30-27).

გაბრიელ გრინმა ფილიპ როუს ასევე მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით მოუგო (30-27, 29-28 და 29-28).