ზედიზედ მესამე იპონი და შავდათუაშვილი ნახევარფინალშია | აბუ დაბის გრანდ სლემი [ვიდეო]
აბუ დაბის გრანდ სლემის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) უკრაინელ არტიომ ხომულას დაუპირისპირდა და აქტივში მორიგი მარტივი გამარჯვება ჩაიწერა.
ბრძოლის დაწყებიდან წუთნახევარი იყო გასული, როდესაც ლაშა შავდათუაშვილმა პირველი გდება შეასრულა და ვაზა-არი მოიპოვა. ამ მოვლენების შემდეგ რამდენიმე წამში ქართველმა ხომულა დააიპონა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
გრანდ სლემის ნახევარფინალში შავდათუაშვილი შვედ ტომი მაციას შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში კი, ოქროსთვის ბრძოლაში, კოსოვოელ აკიი გიაკოვას და რუს მუსა მოგუშკოვს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.