ზედიზედ მეორედ - მიქაუტაძე ისევ ლიგა 2-ის თვისა და ტურის საუკეთესო მოთამაშის კანდიდატია #1TVSPORT
ზედიზედ მეორედ - მიქაუტაძე ისევ ლიგა 2-ის თვისა და ტურის საუკეთესო მოთამაშის კანდიდატია #1TVSPORT

„მეცის“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ახალ ჯილდოს უახლოვდება. ის კვლავ თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზეა ნომინირებული.

22 წლის თავდასხმელი აპრილის საუკეთესო მოთამაშის კანდიდატად ligue2-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაასახელა, ახლა კი UNFP Trophy-ზეა წარდგენილი.

„მარტის თვის საუკეთესო მოთამაშე გიორგი მიქაუტაძე UNFP Trophy-ისთვის აპრილშიც იბრძვის. ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი (22 გოლი) ეჯიბრება „ბორდოსა“ და „სენტ-ეტიენის“ მოთამაშეებს, ჯოშ მაიას და სტეფანუა ნილს ნკუნკუს“, – წერია UNFP Trophy-ს ვებგვერდზე.

UNFP Trophy საფრანგეთის პროფესიული კავშირია, რომელიც თვის საუკეთესო მოთამაშეს ასახელებს. ხმის მიცემა უკვე მიმდინარეობს და ქართველის მხარდაჭერა შესაძლებელია ამ ბმულზე 

აქვე ვიტყვით, რომ ამავე დროს, ორივე ვებგვერდმა მიქაუტაძე ბოლო ტურის საუკეთესო მოთამაშეთა ნომინაციაშიც დაასახელა.