ზედიზედ მეორედ, ფლორიან ვირცი გერმანიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს #1TVSPORT
ზედიზედ მეორედ, ფლორიან ვირცი გერმანიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს #1TVSPORT

ზედიზედ მეორედ, „ლევერკუზენის“ შემტევი ნახევარმცველი ფლორიან ვირცი გერმანიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

მიმდინარე სეზონში „ლევერკუზენი“ მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ ჩემპიონ „ბაიერნს“ ჩამორჩა. რაც შეეხება უშუალოდ ვირცს, მის ანგარიშზე 31 შეხვედრაში 10 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

სავარაუდოდ, 22 წლის გერმანელი ფეხბურთელი ზაფხულში „ლევერკუზენს“ 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვებს და კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს.

გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვირცთან დაკავშირებით მხარეებს შორის მოლაპარაკება ბოლო ეტაპზეა.