ზედიზედ მეორედ – ჩაკვეტაძე ისევ სიმბოლურშია [ვიდეო]

01:01, 30.10.2018

გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის მე-12 ტურის სიმბოლური ნაკრებში შეიყვანეს. ბელგიურმა გამოცემა voetbalkrant.com-მა „გენტის“ 19 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი, ზედიზედ მეორედ გამოარჩია.

„ჩაკვეტაძე გენიალური იყო „გენტში“, რომელმაც „შარლერუა“ 2:1 დაამარცხა“ – ასე მოკლედ ახსნა voetbalkrant.com-მა ქართველის აღიარება. აღსანიშნავია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე სიმბოლურში ზედიზედ მეორედ მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ მე-12 ტურში „შარლერუას“ კარში დუბლი შეასრულა და „გენტის“ 2:1 გამარჯვება განაპირობა.

 

მსგავსი