ზედიზედ მეორე მოგება ლიდერთან - „გაგრამ“ გორის „დილა“ დაამარცხა #1TVSPORT
ზედიზედ მეორე მოგება ლიდერთან - „გაგრამ“ გორის „დილა“ დაამარცხა #1TVSPORT

„გაგრამ“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და ზედიზედ მეორედ ეს ეროვნული ლიგის ლიდერთან მოახერხა, რამაც გუნდს სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება მისცა.

გაგა კირკიტაძის გუნდმა მეორე წრის მე-10 ტურის შეხვედრაში გორის „დილას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. თბილისის „დინამო არენაზე“ გამართულ შეხვედრის პირველი ტაიმი უფერული გამოდგა, შეხვედრის ბედი კი შესვენების შემდეგ გადაწყდა.

„გაგრამ“ მეტოქეს ბევრი პრობლემა შეუქმნა და რამდენიმე სახიფათო მომენტი ჰქონდა, 69-ე წუთზე კი ანგარიში გახსნა – გორელთა კარი ეფექტური თამაშის შემდეგ მათე კვირკვიამ აიღო და როგორც მერე გაირკვა, გუნდს გამარჯვება მოუტანა – 1:0.

10 ტურის შემდეგ გორის „დილა“ ისევ 19 ქულით დარჩა და ბათუმის „დინამოსთან“ (23) სხვაობა ვერ შეამცირა, მაგრამ მეორე ადგილი შეინარჩუნა. „გაგრამ“ კი ქუთაისის „ტორპედოს“ (11) გადაასწრო, მე-6 ადგილზე გადავიდა და ლიდერებთან სხვაობა შეამცირა.