ზედიზედ მეორე გოლი თურქეთში - ლობჟანიძემ „გალათასარაის“ გაუტანა #1TVSPORT
ზედიზედ მეორე გოლი თურქეთში - ლობჟანიძემ „გალათასარაის“ გაუტანა #1TVSPORT

საბა ლობჟანიძემ ახალ კლუბში, „ჰატაისპორში“ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა თავი – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ამჯერად გოლი თურქული ფეხბურთის გრანდს, „გალათასარაის“ გაუტანა.

ქართველი შემტევის გუნდი მეტოქეს სტამბულში ესტუმრა – საბა ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში „ჰატაისპორის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და ანგარიში სწრაფად გახსნა. მე-4 წუთზე, ლობჟანიძემ ფლანგური გადაცემის დროს ორი მცველი ჩამოიშორა და ზუსტად დაარტყა.

ჰატაისპორმა“ უპირატესობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა – 30-ე წუთზე სოფიან ფეგულიმ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 88-ე წუთზე მასპინძლები შეტევაში ჩართულმა კონგოელმა მცველმა, კრისტიან ლუინდამამ დააწინაურა და საბოლოოდ, „გალათასარაიმ“ დაძაბული შეხვედრა 2:1 მოიგო.

ორი ტურის შემდეგ „ჰატაისპორმა“ ერთი ქულა დააგროვა, ხოლო საბა ლობჟანიძემ 2 მატჩში 2 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების შემტევმა, რომელიც ვილი სანიოლიმ სექტემბრის სანაკრებო მატჩებში გამოიძახა, სადებიუტო გოლი პირველ ტურში „კასიმფაშას“ გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ახალ სეზონში „ჰატაისპორში“ ქართველის გარდა გატანა ვერავინ მოახერხა.