ზედიზედ მეორე გამარჯვება აკი ბაშოზე - ტოჩინოშინმა ტობიზარუს მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT
ზედიზედ მეორე გამარჯვება აკი ბაშოზე - ტოჩინოშინმა ტობიზარუს მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოში მიმდინარე შემოდგომის ბაშოზე ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორე ბრძოლა მოიგო. ამჯერად ქართველი სუმოისტი მე-8 მაეგაშირა ტობიზარუს შეხვდა, რომელსაც ამ ბრძოლამდე 4 მოგება და 5 წაგება ჰქონდა.

 

ტოჩინოშინმა ბრძოლა მარტივად, იორიტაოშით მოიგო და მიმდინარე აკი ბაშოზე მეოთხე მოგება დაუგროვდა. ლევანს 5 ბრძოლა აქვს დარჩენილი, საიდანაც დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დასაფიქსირებლად მინიმუმ ოთხის მოგება სჭირდება.

ხვალ, 22 სექტემბერს გორგაძის მეტოქე მე-16 მაეგაშირა ტოკუშორიო იქნება, რომელსაც მოგება-წაგებათა ბალანსი 3-7-ზე აქვს.