ზედიზედ მეხუთედ - სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით, ლაშა ტალახაძე წლის საუკეთესო სპორტსმენია #1TVSPORT
ზედიზედ მეხუთედ - სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით, ლაშა ტალახაძე წლის საუკეთესო სპორტსმენია #1TVSPORT

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ლაშა ტალახაძე 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა და ამ ნომინაციაში გამარჯვება უკვე მეხუთედ მოიპოვა.

1. ლაშა ტალახაძე-237 ქულა.

2. ლაშა ბექაური – 189 ქულა.

3. ლაშა შავდათუაშვილი – 131 ქულა.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით, ეთერ ლიპარტელიანი 2021 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენია.

საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ნომინაციაში ხვიჩა კვარაცხელიამ გაიმარჯვა.

სპორტულმა ჟურნალისტებმა წლის საუკეთესო გუნდად საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდი აღიარეს.

საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში საქართველოს ძიუდოისტთა ერონული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა იმარჯვა.

საუკეთესო პარასპორტსმენად კი სპორტულმა ჟურნალისტებმა ნინი თიბილაშვილი დაასახელეს.