ზაზა სვანაძე გირაოთი გაათავისუფლეს
ზაზა სვანაძე გირაოთი გაათავისუფლეს

ნინო ჯღარკავას შვილზე მუქარის ბრალდებით დაკავებული ზაზა სვანაძე გირაოთი გაათავისუფლეს.

ზაზა სვანაძესთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ადვოკატმა მიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით,ზაზა სვანაძეს 5-ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

ბრალდებული სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა. გირაოს გადახდის ვადად შვიდი დღე განისაზღვრა.

საქმის არსებითი განხილვა 14 ივნისს, 15:00 საათზე გაიმართება.

ზაზა სვანაძე ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ბრალდებით ჟურნალისტი ზაზა სვანაძე 20 აპრილს დააკავეს.

ზაზა სვანაძემ ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის შემცველი წერილები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.