ზაზა ნადირაძემ მსოფლიოს თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა (ვიდეო)

უნგრეთის ქალაქ სზეგედში კანოეში მსოფლიო თასი მიმდინარეობს. ტურნირზე საქართველოს ორი სპორტსმენი, ზაზა ნადირაძე და მურმან მალანია წარმოადგენს.

200 მეტრიანი სპრინტის ფინალში ორივე ქართველმა ნიჩბოსანმა მიიღო მონაწილეობა.ზაზა ნადირაძემ საპრიზო ადგილი მოიპოვა და ოქროს მედლამდე სულ ცოტა დააკლდა.

პირველი ადგილი ლიტველ ვადიმ კორობოვს ერგო, რომელსაც ნადირაძე მხოლოდ 0.078 წამით ჩამორჩა და ვერცხლს დაეუფლა. მესამე ადგილზე ასევე ლიტველი ჰერიკას ზუსტაუტასი გავიდა. მურმან მალანიამ მე-8 ადგილი დაიკავა.