ზაზა ნადირაძე ევროპის სტუდენტური თამაშების გამარჯვებულია (ვიდეო)

პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში ევროპის სტუნდეტური თამაშები მიმდინარეობს, სადაც სხვა სპორტსმენებთან ერთად ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძეც ასპარეზობს.

იგი ტურნირზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს წარმოადგენს.

ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ ნადირაძემ კიდევ ერთი ოქროს მედალი სწორედ სტუდენტურ თამაშებზე მოიპოვა.

იგი ფინალურ ბლოკში პირველი ადგილით გავიდა, ფინალური გაცურვა 40.779 წამში დაასრულა და მისთვის ტრადიციულ 200 მეტრიან დისტანციაზე პირველი ადგილი მოიპოვა.

საგულისხმოა, რომ ზაზა ნადირაძემ უახლოეს მდევარს ერთი წამით, ხოლო ბრინჯაოს მედალოსანს კი სამი წამით გაუსწრო. იგი გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი ინდივიდუალურ სახეობაში რომელმაც ამ ტურნირზე ოქროს მედლის აღება შეძლო.

დასრულდა ევროპის ზაფხულის თამაშები 2018 კანოე-კაიაკში სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა ზაზა ნადირაძემ…

Posted by საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია on ორშაბათი, 23 ივლისი, 2018