ზაზა ნადირაძე - 2020 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ვერ ჩატარდება და მას მსოფლიო თასის გათამაშების ფორმატი ექნება
ზაზა ნადირაძე - 2020 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ვერ ჩატარდება და მას მსოფლიო თასის გათამაშების ფორმატი ექნება

„პანდემიის შემდგომ მზადების დაწყება ძალიან რთული იყო, რადგან ნაკრების ყველა წევრს ფორმა მეტ-ნაკლებად დაკარგული გვქონდა. კარანტინის პერიოდში თითოეული ჩვენგანი ინდივიდუალურად სახლის პირობებში ვარჯიშობდა მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ამ ეტაპზე შეკრება ბაზალეთზე მიმდინარეობს და ვფიქრობთ, რომ ამ შეკრების შემდეგ ყველანი ოპტიმალური ფორმის დაბრუნებას შევძლებთ“ – ეს განცხადება ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ სპორტულ თოქ-შოუ „ესტაფეტა“- ში სტუმრობისას გააკეთა.

ზაზა ნადირაძე ამბობს, რომ მზადების ეტაპები რეკომენდაციის სრული დაცვით მიმდინარეობს და ისინი ამჯერად სექტემბრის ბოლოს დაგეგმილი მსოფლიო თასის გათამაშებისთვის ემზადებიან.

საერთაშორისო ფედერაციამ დღეს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ წელს მსოფლიო ჩემპიონატი არ ჩატარდება, რადგან უნგრეთში ჩასვლაზე ბევრი ქვეყნის წარმომადგენელმა უარი განაცხადა. საერთაშორისო ფედერაციამ კი საპასუხოდ ჩემპიონატს ფორმატი შეუცვალა და ის მსოფლიო თასის ეგიდით გაიმართება.