ზაზა ლომთაძე ევროპის ჩემპიონია, აკაკი ტალახაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ზაზა ლომთაძე ევროპის ჩემპიონია, აკაკი ტალახაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ალბანეთში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 109 კგ. წონით კატეგორიაში დღეს საქართველოს ნაკრების ორი წევრი ასპარეზობდა.

ზაზა ლომთაძემ ატაცში სამივე ცდა 157/161/164 კგ. წარმატებით გამოიყენა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში კი ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა 195/199/205 კგ. დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა, ასევე ოქროს მედალს დაეუფლა ორჭიდში მოგროვებული 369 კილოგრამით. ამგვარად, ზაზა ლომთაძემ ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

აკაკი ტალახაძემ ატაცში თავი 155 კილოგრამს გაართვა და მეხუთე ადგილზე გავიდა. მან 191/199 კილოგრამის ძლევით ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო, ორჭიდის ჯამში 354 კილოგრამით კი მეოთხე ადგილი დაიკავა.

U23 ნაკრების მთავარი მწვრთნელი – გიორგი ასანიძე

U23 ნაკრების მწვრთნელი – გია ცირეკიძე

ზაზა ლომთაძის პირადი მწვრთნელი  – მალხაზ ლომთაძე

აკაკი ტალახაძის პირადი მწვრთნელი  – კობა ტალახაძე

ექიმი-რეაბილიტოლოგი – გიორგი ჭინჭარაული

შეჯიბრების მთავარი ექიმი – ზურაბ კახაბრიშვილი