ზაზა ჯანაშიამ საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდის“ 100-პროცენტიანი წილი იყიდა
ზაზა ჯანაშიამ საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდის“ 100-პროცენტიანი წილი იყიდა

“ზუგდიდში“ კერძო საკუთრებაში გადავიდა – ეს ინფორმაცია პირველ არხს საფეხბურთო კლუბში დაუდასტურეს.

საფეხბურთო კლუბის „ზუგდიდის“ 50-50%-ის მფლობელი ზუგდიდის გამგეობა და ქალაქის მერია იყვნენ. 2017 წელი ”ზუგდიდმა” ჩააგდო და ლიგა-3-ში დაქვეითდა. ხოლო 21 დეკემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გუნდის კერძო საკუთრებაში გადაცემას მხარი დაუჭირა.

ელექტრონული აუქციონი 28 დეკემბერს გამოცხადდა და 5 იანვარს დასრულდა. როგორც გვითხრეს, ერთადერთი მსურველი კლუბის პრეზიდენტი, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ზაზა ჯანაშია გახლდათ, რომელმაც კლუბის 100%-ანი წილი 61 ათას ლარად შეიძინა. ეს პროცედურა 15 კალენდარული დღის განმავლობაში ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმებით უნდა დასრულდეს.