ზაზა ფაჩულიას სეზონის საუკეთესო მატჩი და „გოლდენ სტეიტის“ მორიგი გამარჯვება
ზაზა ფაჩულიას სეზონის საუკეთესო მატჩი და „გოლდენ სტეიტის“ მორიგი გამარჯვება

დღეს დილით, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა ზაზა ფაჩულიამ. ქართველმა კალათბურთელმა „მემფისის“ წინააღმდეგ მოგებულ შეხვედრაში: 17 ქულა, 8 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ფაჩულიას მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, სტეფ კარისთან და კევინ დიურანტთან ერთად, საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. კარიმ, რომელიც დაახლოებით ერთთვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა, 38 ქულა მოიპოვა. უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, ის მოქმედი ჩემპიონების სრული უპირატესობით წარიმართა.

ორეკლ არენაზე“ გუნდებმა გახსნილი და სანახაობრივი თამაში შესთავაზეს მაყურებელს. შედეგიანი შეხვედრა „უორიორზმა“ 141-128 მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობას განაგრძობს. დღეს გამართული სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
​დეტროიტი-სან ანტონიო 93-79
დენვერი-ფილადელფია 102-107
ნიუ ორლეანი-ნიუ იორკი 103-105
ორლანდო-მაიამი 111-117
იუტა-კლივლენდი 104-101
ატლანტა-პორტლენდი 104-89.