ზაზა ფაჩულიას ემოციური წერილი -  მთელი ცხოვრება ვიქნები მადლიერი თანადგომისთვის, რომელსაც სულ ვგრძნობდი
ზაზა ფაჩულიას ემოციური წერილი - მთელი ცხოვრება ვიქნები მადლიერი თანადგომისთვის, რომელსაც სულ ვგრძნობდი

ზაზა ფაჩულიამ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) 16 სეზონი გაატარა და „გოლდენ სტეიტ უორიორზთან“ ერთად ტურნირი ორჯერ მოიგო. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა სპორტული კარიერა მცირე ხნის წინ დაასრულა.

35 წლის სპორტსმენმა საკუთარ „ინსტაგრამზე“ ემოციური წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გატარებულ დროზე, შეძენილ მეგობრებზე და მოგონებებზე ისაუბრა.

„16 წლის წინ გავხდი NBA-ს ოჯახის წევრი. ეს იყო საუკეთესო წლები, რომელიც მოიცავდა ძალიან დიდ შრომას, მონდომებას, ბევრ რამეზე უარის თქმას, მაგრამ სანაცვლოდ უკან დამიბრუნდა საუკეთესო მოგონებები, შევიძინე უამრავი მეგობარი, გამოცდილება და რაც ყველაზე მთავარია – თქვენი სიყვარული. მთელი ცხოვრება ვიქნები მადლიერი თანადგომის რომელსაც სულ ვგრძნობდი დიდი მანძილის მიუხედავად. არ განვიცდი რომ ეს ყველაფერი დასრულდა, ბედნიერი ვარ რომ ეს ყველაფერი მოხდა“, – წერს ფაჩულია.

 

View this post on Instagram

 

16 years ago, I walked into an amazing organization and became a part of the NBA family. I gave my best years, hard work, dedication and passion to basketball and in return I got so much love, friendship, experience and unbelievable memories. I’m forever grateful for this journey and looking forward to the next chapter. Thank you all for your support and love. I’m not sad because it’s over, I’m happy because it happened. #Nothingeasy 🇬🇪🏀 16 წლის წინ გავხდი NBA-ს ოჯახის წევრი. ეს იყო საუკეთესო წლები, რომელიც მოიცავდა ძალიან დიდ შრომას, მონდომებას, ბევრ რამეზე უარის თქმას, მაგრამ სანაცვლოდ უკან დამიბრუნდა საუკეთესო მოგონებები, შევიძინე უამრავი მეგობარი , გამოცდილება და რაც ყველაზე მთავარია თქვენი სიყვარული. მთელი ცხობრება ვიქნები მადლიერი თანადგომის რომელსაც სულ ვგრძნობდი დიდი მანძილის მიუხედავად . არ განვიცდი რომ ეს ყველაფერი დასრულდა, ბედნიერი ვარ რომ ეს ყველაფერი მოხდა …

A post shared by Zaza Pachulia (@zazapachulia) on


ზაზა ფაჩულია ერთადერთი ქართველია, რომელსაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონის ტიტული აქვს და იმ „უორიორზის“ წევრი იყო, რომელსაც ექსპერტების ნაწილი ყველა დროის საუკეთესო გუნდად მიიჩნევს.

ქართველმა კალათბურთელმა კარიერის მანძილზე 1098 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 6.8 ქულას, 5.8 მოხსნას და 1.3 გადაცემას აგროვებდა.

მიუხედავად სპორტული კარიერის დასრულებისა, ზაზა ფაჩულია „უორიორზში“ საკალათბურთო ოპერაციების კონსულტანტის პოზიციაზე იმუშავებს.