ზაზა ფაჩულია სამედიცინო პერსონალს გაუმასპინძლდა
ზაზა ფაჩულია სამედიცინო პერსონალს გაუმასპინძლდა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ სოციალურ ქსელში და სატელევიზიო პროგრამებში სამედიცინო მუშაკების შრომა დაინახა და სცადა, რომ მათ გვერდში დადგომოდა. ინფორმაციას ცნობილი სააგენტო „ენ ბი სი სპორტი“ (NBC Sport) ავრცელებს.

უორიორსის“ ყოფილმა ცენტრმა, რომელიც ახლა გუნდის კონსულტანტია, გადაწყვიტა სამედიცინო პერსონალისთვის ეჩვენებინა, რომ მათი შრომა ჩანს და მათზეც ზრუნავენ.

შესაბამისად, ფაჩულია გაუმასპინძლდა მათ, ვისაც ჭამისთვის არ სცალია. გუშინ, მისი შეძენილი საკვები 70-ზე მეტმა ექიმმა და ექთანმა გაინაწილა.

„ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ისე როგორც შეგვიძლია. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად, ან რითი, უბრალოდ უნდა დავეხმაროთ. თითოეულმა ადამიანმა უნდა დააფასოს ის, რასაც ექიმები და სამედიცინო პერსონალის სხვა წარმომადგენლები აკეთებენ,“ – განაცხადა ზაზამ  „ენ ბი სი“-სთან (NBC) საუბრისას.

საგულისხმოა, რომ თავად ფაჩულია ლანჩზე არ გამოჩენილა, თუმცა შეკვეთა მან ადგილობრივ მექსიკურ რესტორანს მისცა და ამასაც თავისი მიზეზი აქვს –

„ადგილობრივ ბიზნესს ახლა ძალიან უჭირს. ზოგი რესტორანი დაიხურა. ისინი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან. იმედია, რომ დიდი შეკვეთა მათ ოდნავ მაინც დაეხმარება.“

დატოვე კომენტარი