ზაზა ფაჩულია მაიამიში ნიკოლოზ ბასილაშვილს შეხვდა
ზაზა ფაჩულია მაიამიში ნიკოლოზ ბასილაშვილს შეხვდა

ორი ქართველი სპორტსმენის შეხვედრა მაიამიში.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA-ის) რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიას დეტროიტმა მაიამიში ადგილობრივ ჰიტთან ითამაშა და მეტოქესთან დიდი ანგარიშით 108:74 წააგო.

ზაზა ფაჩულიამ 13:52 წუთში 4 ქულა, 6 მოხსნა და 3 გადაცემა დააგროვა. მაიამისა და დეტროიტის მატჩს დაესწრო ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი. შეხვედრის შემდეგ ფაჩულია და ბასილაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ და ფოტოები გადაიღეს.