ზაზა ფაჩულია კორონავირუსის ვაქცინით აიცრა #1TVSPORT
ზაზა ფაჩულია კორონავირუსის ვაქცინით აიცრა #1TVSPORT

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი მოთამაშე და კაპიტანი, ზაზა ფაჩულია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

ამის შესახებ ფაჩულიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კარიერა 2019 წელს „დეტროიტ პისტონსში“ დაასრულა და მას შემდეგ, „გოლდენ სტეიტის“ ორგანიზაციის წევრია, სადაც 2016-2018 წლებში თამაშობდა. ფაჩულიას „ვორიორსის“ შემადგენლობაში ორი საჩემპიონო ბეჭედი აქვს მოპოვებული.