ზაზა ფაჩულია გოგა ბითაძეზე - მისით ძალიან ვამაყობ და მჯერა, რომ ის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისთვის (NBA) მზადაა
ზაზა ფაჩულია გოგა ბითაძეზე - მისით ძალიან ვამაყობ და მჯერა, რომ ის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისთვის (NBA) მზადაა

„გოგა ბითაძით ძალიან ვამაყობ – ამ ადამიანმა იმდენი ივარჯიშა და იშრომა და საკუთარ თავს იმდენი დრო დაუთმო, რომ ახლა შანსი აქვს, რომ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მოხვდეს. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რადგან მესმის, სად მიდის და რისი შესაძლებლობები ექნება“, – ეს ზაზა ფაჩულიამ საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლისთავისადმი მიძღვნილ სპეციალური სატელევიზიო პროგრამაში საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

კალათბურთის ქართველმა ვარსკვლავმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მომავალ დრაფტზე გოგა ბითაძის შანსები შეაფასა.

„გოგას ველაპარაკე და ამ სიტყვებით მივმართე – ესაა მხოლოდ დასაწყისი იმ საინტერესო და დიდი გზის, რაც მას ელოდება. ამას უნდა შეხვდეს მომზადებული და შემართებით და წინ კარგი კარიერა ელოდება. მე მას ყველანაირად გვერდში დავუდგები და გამოცდილებას გავუზიარებ. მისი თამაშები მინახია და მჯერა, რომ ამისთვის მზადაა. იმედი მაქვს, ისეთ გუნდში მოხვდება, რომელიც მას განვითარებაში დაეხმარება“, – აცხადებს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი.