ზაზა ფაჩულია „დეტროიტ პისტონზში“ გადავიდა
ზაზა ფაჩულია „დეტროიტ პისტონზში“ გადავიდა

ზაზა ფაჩულიამ „დეტროიტ პისტონზთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. „იაჰუ სპორტსი“ გვატყობინებს, რომ ხელშეკრულების ღირებულება 2.4 მილიონი აშშ დოლარია.

ქართველმა კალათბურთელმა ბოლო ორი სეზონი „გოლდენ სტეიტ უორიორზში“ გაატარა და ორივე წელს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. „პისტონზი“ მის კარიერაში მე-6 NBA-ს გუნდი იქნება.

ზაზა ფაჩულიამ „უორიორზის“ მიერ რეგულარულ სეზონებში გამართული 139 მატჩიდან – 127 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მის ანგარიშზე საშუალოდ 5.7 ქულა და 5.3 მოხსნა იყო.

ამერიკული გამოცემები წერენ, რომ ფაჩულიას უნარები, განწყობა და გამოცდილება დეტროიტულ კლუბს ძალიან წაადგება.

შეგახსენებთ, რომ „პისტონზში“ ანდრე დრამონდი და ბლეიკ გრიფინი თამაშობენ.

2x-reigning NBA champion Zaza Pachulia has agreed to sign with the Detroit Pistons! He will sign a 1-year, $2.4 million minimum deal.End of an era for the Golden State Warriors!

Posted by NBA Buzz on კვირა, 08 ივლისი, 2018