ზაზა დოლიძე კლუბების ფინანსურ პრობლემებზე - ამასთან ფეხბურთის ფონდი კავშირში არაა
ზაზა დოლიძე კლუბების ფინანსურ პრობლემებზე - ამასთან ფეხბურთის ფონდი კავშირში არაა

ზაზა დოლიძე კატეგორიულად უარყოფს, რომ „ვიტ ჯორჯიაში“ ორთვიანი დავალიანება იყო. ამის შესახებ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელმა საქართველოს პირველ არხთან ილაპარაკა.

„ტყუილი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს „ვიტ ჯორჯიაში“ ორი თვის დავალიანება იყო. ეს არასწორი ამბავია, რადგან ორი თვის კი არა, რეალურად, აპრილის ორი კვირის დავალიანება დარჩა“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ზაზა დოლიძე.

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელის თქმით, კლუბების ფინანსურ პრობლემებში ფონდს არანაირი წვლილი არ მიუძღვის:

„ამ და სხვა კლუბში შექმნილი ფინანსური პრობლემები ჩვენთან კავშირში არაა. ფონდს კლუბები რომ არ დაეფინანსებინა, დღეს ისევ იქნებოდა კლუბების თამაშებზე გამგზავრების და სხვა მსგავსი პრობლემები, რაც ამ პროგრამის ამოქმედებამდე ჩვეულებრივი ამბავი იყო. მეორეც – დავალიანებაც ვერ გაამართლებს იმას, მოთამაშეები გარიგებულ თამაშებში მონაწილეობას რომ თანხმდებიან“.

დატოვე კომენტარი