ზაზა დოლიძე – ახლაც „დინამოს“ პრეზიდენტთან ერთად ვარ და კლუბის უახლოეს გეგმებზე ვსაუბრობ

17:22, 21.08.2020

ზაზა დოლიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის „დინამოდან“ წასვლის შესახებ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან თავად კლუბის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

„ეს ინფორმაცია, რაც დღეს ჩემი კლუბიდან წასვლის შესახებ გავრცელდა – ტყუილია. მე ახლაც „დინამოს“ პრეზიდენტთან ერთად ვარ და გუნდის უახლოეს გეგმებზე ვსაუბრობთ,“ – ამბობს ზაზა დოლიძე.

„დინამოს“ გენერალურმა დირექტორმა ასევე უარყო ინფორმაცია კლუბში მკვეთრი საკადრო ცვლილებების შესახებ:

„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კლუბს 15 მოთამაშე ტოვებდა, რაც არასწორია. საერთოდ, ძალიან მიკვირს ასეთი ინფორმაცია რატომ არ მოწმდება ჩვენთან. 15 მოთამაშის გაშვებაზე გუნდის ხელმძღვანელობას არც უფიქრია.“

მსგავსი