ზაზა დარასელის თასის გათამაშების გამარჯვებული „აფხაზეთი“ გახდა #1TVSPORT
მუშტაიდის ბაღში მდებარე „იმედის“ მოედანზე დასრულდა ზაზა დარასელის ხსოვნისადმი მიძღვნილი მედიატურნირი ტურნირი მინიფეხბურთში, რომელიც „აფხაზეთმა“ მოიგო.
ცნობილი ტელეჟურნალისტისა და მეორე არხის ყოფილი დირექტორის ხსოვნის ტურნირი წლეულს 25-ედ გაიმართა. მასში, ტრადიციულად, ტელეკომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გათამაშება საზოგადოებრივი მაუწყებლის პატრონაჟით ტარდება.
ტურნირი 16 ივნისს დაიწყო და დღეს, ზაზა დარასელის დაბადების 75 წლის იუბილეზე დასრულდა. მთავარი ჯილდოსთვსი 6 გუნდი იბრძოდა, ფინალში კი „აფხაზეთი“ „იმედს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
ტურნირის გამარჯვებული აფხაზეთის ტელევიზიის ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელიც „დარასელის თასის“ ყველა გათამაშებაში მონაწილეობდა.