ზაზა დარასელის რიგით მე-20 საიუბილეო ტურნირი პირველი არხის გუნდმა მოიგო
ზაზა დარასელის რიგით მე-20 საიუბილეო ტურნირი პირველი არხის გუნდმა მოიგო

სპორტკომპლექს არენაში დასრულდა ზაზა დარასელის სახელობის რიგით მე-20 მემორიალური მედიატურნირი მინი ფეხბურთში. ფინალურ მატჩში ერთმანეთს პირველი არხისა და ტელეკომპანია პოსტ ტვ-ის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა პირველარხელების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ პირველი არხის ხმის რეჟისორი მერაბ სიმონიშვილი დასახელდა. საუკეთესო მეკარის ტიტული კი ასევე პირველი არხის თანამშრომელ მამუკა ბერძენიშვილს ერგო.