„ზაზა 1“ ბავშვთა ფესტივალის ჩემპიონია
„ზაზა 1“ ბავშვთა ფესტივალის ჩემპიონია

„ზაზას აკადემიაში“  2006 წელს დაბადებულ ბავშვთა ორდღიანი ფესტივალი დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა რვა გუნდმა მიიღო.

პირველ ნახევარფინალში ზაზას პირველი და მეორე გუნდები გავიდნენ. მეორე გუნდის დიდ ნაწილს 2007 წელს დაბადებული სპორტსმენები შეადგენენ და ამის ფონზე, ფინალში გასვლაც დიდი წარმატება იყო. შეხვედრა „ზაზა 1“-ის კალათბურთელების უპირატესობით წარიმართა და მათ მეტოქე დიდი ანგარიშით, 56-35 დაამარცხეს. მეორე ნახევარფინალში „იბერმა“„რუსთავს“ დაძაბულ ბრძოლაში სძლია – 46:43.

ფესტივალის ფინალში ერთმანეთს ორი საუკეთესო გუნდი – „ზაზა 1“ და „იბერი“ დაუპირისპირდა. შეხვედრაში ოდნავ უფრო სწრაფი, ოდნავ უფრო გამძლე და ოდნავ უფრო ზუსტი იყო „ზაზა 1“ და საბოლოო ჯამში მათ – 38:27 იმარჯვეს. 

ინდივიდუალური პრიზების მფლობელები –

MVP – ნიკა აბულაძე („ზაზა 1“).
ყველაზე ეფექტური მოთამაშე – მათე ხატიაშვილი („რუსთავი“).
გამორჩეული მოთამაშეები – დათო კაპანაძე („იბერი“), გოგა ბუკია („ზაზა 1“).