ზავი ყაზახურ კლუბთან - „ტორპედომ“ მეშვიდე ტესტ-მატჩიც ვერ მოიგო #1TVSPORT
ზავი ყაზახურ კლუბთან - „ტორპედომ“ მეშვიდე ტესტ-მატჩიც ვერ მოიგო #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური შეხვედრა ყაზახურ „ჟეტისუსთან“ გამართა და ფრედ 0:0 დაასრულა.

გუნდის პრესსამსახურის ცნობით, ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელების გადაწყვეტილებით, გუნდის ბოლო ორი ამხანაგური შეხვედრის ტრანსლირება არ განხორციელდება.

კახა ჩხეტიანის თქმით, მისი ამოცანა მოსამზადებელ ეტაპზე ჩატარებულ მატჩებში გუნდის შეთამაშება და ახალი სეზონისთვის კარგად მომზადებაა. „ტორპედომ“ მოსამზადებელ ეტაპზე მეშვიდე მატჩი ჩაატარა და უმრავლესობა ფრედ დაასრულა, თუმცა ერთიც ვერ მოიგო და სულ ოთხი გოლი გაიტანა.

ქუთაისელებმა ფრედ დაასრულეს თამაშები სოფია ცსკა-სთან (0:0), ხარკოვის „მეტალისტთან“ (0:0), „ნესტვედთან“ (2:2) და „ჟეტისუსთან“ 0:0, ხოლო „რიგასთან“ (0:2) და „ლვოვთან“ (0:1) დამარცხდნენ.

„ტორპედო“: კვასხვაძე, გეგეჩკორი, სანდოხაძე, მონტეირო, ქობულაძე, ტოლი, მანჯგალაძე, სანდი, არაბიძე, კაბალიერო, შულაია

სათადარიგოები: გოშაძე, მჭედლიშვილი, ახვლედიანი, ჩიტაიშვილი, ელბაქიძე, ქიმაძე, ნადარაია, ნეტო, სამურკასოვი, ბუღრიძე, ოლატუნჯი