ზავი თბილისურ დერბიში
ზავი თბილისურ დერბიში

„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართულმა შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. „ლოკომოტივმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და ეს თბილისური დერბი ზავით დასრულდა.

მთავარი ამბები მეორე ტაიმში დატრიალდა – 49-ე წუთზე, საჯარიმოში შეჭრილი „საბურთალოს“ შემტევი ვაგნერ გონსალვესი წააქციეს და მთავარმა არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად ბრაზილიელმა ლეგიონერმა უნაკლოდ შეასრულა – 0:1.

ამან თამაში გამოაცოცხლა, მასპინძლებმა კი აქტიურად შეუტიეს და 63-ე წუთზე მიზანს მიაღწიეს: „ლოკომოტივის“ მწვავე კონტრშეტევა ლუკა კიკაბიძემ ეფექტური გოლით დაასრულდა 1:1.

მეტოქეთა მცდელობების მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა. „ლოკომოტივმა“ 15 ქულა დააგროვა და „რუსთავს“ გაუთანაბრდა. „საბურთალოს“ 31 ქულა აქვს და ისევ ლიდერია, მაგრამ „დინამოს“ ჩამორჩენის შემცირების შანსი გაუჩნდა.