ზავი პოლონელებთან - ბათუმის „დინამომ“ თურქეთში ითამაშა
ზავი პოლონელებთან - ბათუმის „დინამომ“ თურქეთში ითამაშა
ბათუმის „დინამო“ 23 იანვრიდან თურქეთშია და სეზონისთვის ემზადება. გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა შეკრებაზე პირველი საკონტროლო მატჩი პოლონურ გუნდთან გამართეს და ფრედ დაასრულეს.
 
ბათუმის „დინამოს“ მეტოქე პოლონეთის ექსტრაკლასას კრაკოვის „ვისლა“ იყო. მეორე წუთზე ანგარიში ბათუმელთა თავდამსმხელმა ჯოვინო ფლამარიონმა გახსნა.
ბათუმელები უპირატესობას მეორე ტაიმამდე ფლობდნენ, მაგრამ „ვისლამ“ ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხა – 70-ე წუთზე ბათუმელთა კარი ბარზილიელმა ლეგიონერმა, ჰუბერტ სილვამ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.
ბათუმის „დინამო“ თურქეთში 3 თებერვლამდე ივარჯიშებს და კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.