„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ ზაურ დარგალის შტაბში აცხადებენ, რომ მარნეულში დიდი უპირატესობით ლიდერობს
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ ზაურ დარგალის შტაბში აცხადებენ, რომ მარნეულში დიდი უპირატესობით ლიდერობს

„ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი ხმების დიდი უპირატესობით ლიდერობს, – ამის შესახებ კანდიდატის შტაბში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს.

როგორც შტაბში აცხადებენ, ისინი ხელთ არსებული საარჩევნო უბნებიდან მიღებულ მონაცემებს ეყრდნობიან.

მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 99 717 51 ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 15 კანდიდატს შორის მოუწია: „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – ელენე გაბინაშვილი; „ევროპული საქართველო ‐ მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – აკმამედ იმამკულიევი; „ქრისტიან‐დემოკრატიულიმოძრაობა“ – ბექა სვანიძე; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია“ – აგილ მუსტაფაევი; „თავისუფალი საქართველო“ – ნინო ჯურხაძე; „საქართველო“ – ლეილა ხარაიშვილი; „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ – ირენა სტურუა; „ახალი ქრისტიან‐დემოკრატები“ – ლისა სიხარულიძე; „პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო“ – ნინიკო ჩხეტია; „თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა“ – მალხაზ გორგასლიძე; „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ – ელისო ქართველიშვილი; „ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)“ – ჯანო ჟვანია; „ქრისტიან‐კონსერვატორები“ – ილია პატარაია; „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო“ – ზაურ დარგალი; საინიციატივო ჯგუფი – ალი ბადიროვი.