ზარიამ ყაზახეთის თასზე დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს #1TVSPORT
ზარიამ ყაზახეთის თასზე დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს #1TVSPORT

გიორგი ზარიამ ყაზახეთის თასზე დუბლი შეასრულა და მთავარი როლი ითამაშა „კასპიისთან“ ალმათის „ქაირათის“ დამაჯერებელ გამარჯვებაში – 3:0.

ლუკა გადრანი სამი თვეა ტრავმას მკურნალობს და გუნდს ვერ ეხმარება, გიორგი ზარია კი „ქაირათის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 68 წუთი ითამაშა და ამ პერიოდში პენალტებით დუბლი შეასრულა – ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა, მეორედ კი სტუმართა კარი 45-ე წუთზე აიღო. მატჩის შემდეგ გიორგიმ მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო.

ბექა ვაჩიბერაძემ შეუცვლელად ითამაშა „ულიტაუში“, რომელიც შინ „ელიმაისთან“ 0:3 დამარცხდა. „თურანის“ წინააღმდეგ „ატირაუში“ 90 წუთი იყო მოედანზე გია ჩადუნელი, ზაზა ციცქიშვილი და გიორგი გადრანი განაცხადში იყვნენ, ხოლო გიორგი ნიქაბაძე ტრავმირებულია.