ზარანდიას საგოლე გადაცემა ბელგიის თასზე
ზარანდიას საგოლე გადაცემა ბელგიის თასზე
ლუკა ზარანდიას „ზულტე ვარეგემმა“ ბელგიის თასის 1/8-ფინალში „სენტ ტრუიდენს“ უმასპინძლა, დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა და 1/8-ფინალში გავიდა.
ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი ქართველმა თავდამსხმელმაც შეიტანა, რომელიც მოედანზე 54-ე წუთზე გამოჩნდა. სამ წუთში ლუკას საგოლე გადაცემით მასპინძლებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს. ზარანდიამ შეტევა საკუთარ მოედანზე წამოიწყო, თანაგუნდელს ბურთი გაუთამაშა და მექსიკის ნაკრების საჯარიმოში შევარდნილ ნახევარმცველს, ომარ ნიკოლას გოვეას მეორე გოლის გატანაში დაეხმარა.
ბელგიის თასის 1/4-ფინალური მატჩიც წელს გაიმართება – „ზულტე ვარეგემი“ 17 დეკემბერს, ისევ საკუთარ მოედანზე ითამაშებს. ამჯერად, გუნდი „შარლერუას“ დაუპირისპირდება, რომელიც ბელგიის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა და „ზულტე ვარეგემს“ სამი ქულით ასწრებს. საინტერესოა, რომ „შარლეუამ“ 1/8-ფინალში ქართველების „გენტი“ 1:0 დამარცხა. გიორგი ქვილითაია მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა.