ზარანდია ყაზახეთის ლიგაში ყველაზე მეტად დაზარალდა
ზარანდია ყაზახეთის ლიგაში ყველაზე მეტად დაზარალდა

ლუკა ზარანდია „ტრანსფერმარკტის“ გადაფასებამ ყაზახეთის პრემიერლიგაში ყველაზე მეტად აზარალა. ინფორმაციას ყაზახური გამოცემა „სპორტსი“ ავრცელებს.

კორონავირუსის გამო ფეხბურთელების ფასი მთელს მსოფლიოში საგრძნობლად დაიწია. ყაზახურმა გამოცემამ ახალი შეფასებების მიხედვით ყაზახეთის პრემიერლიგის იმ მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა, რომელთა სატრანსფერო ღირებულებაც ამ გრანდიოზული ფასდაკლების შედეგად პროცენტული თვალსაზრისით ყველაზე მეტად შემცირდა.

კოსტანაისტობოლის“ ქართველი თავდამსხმელი ლუკა ზარანდია სამ ყველაზე დაზარალებულ ფეხბურთელს შორის აღმოჩნდა. პანდემიამდე მისი შეფასება 1,3 მილიონი ევრო იყო, ახლა კი 1 მილიონი ევროა, ანუ მისი სატრანსფერო შეფასება 23.1% -ით დაეცა.

აღსანიშნავია, რომ მარტის მონაცემებით, ლუკა ზარანდია იყო ყაზახეთის ლიგის იმ ტოპ-10 ფეხბურთელთა სიაში, რომელთა ფასიც ყველაზე მეტად გაიზარდა.