ზაქარია ქუცნაშვილი - ბევრად მოკრძალებულად ვიქცევით ისინი, ვისაც გამარჯვებაში მეტი დამსახურება გვაქვს და რომელი გამარჯვების წყალობითაც დღეს დაპირისპირებული ადამიანები პარლამენტში მოხვდნენ
ზაქარია ქუცნაშვილი - ბევრად მოკრძალებულად ვიქცევით ისინი, ვისაც გამარჯვებაში მეტი დამსახურება გვაქვს და რომელი გამარჯვების წყალობითაც დღეს დაპირისპირებული ადამიანები პარლამენტში მოხვდნენ

ბევრად მოკრძალებულად ვიქცევით ისინი, ვისაც გამარჯვებაში მეტი დამსახურება გვაქვს და რომელი გამარჯვების წყალობითაც დღეს დაპირისპირებული ადამიანები პარლამენტში მოხვდნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის მოსაზრებით, უმრავლესობაში დაპირისპირების ნიშნებია, რასაც მკურნალობა სჭირდება. მისივე თქმით, თუ ვინმეს ჰგონია, რომ თვითგანკურნება მოხდება, მცდარი წარმოდგენა აქვს.

„ეს პრობლემა თვითგანკურნებით არ დაიძლევა. ამიტომ, ვინც ვალდებულია, ამ სიტუაციაში პასუხისმგებლობის ტვირთი ზიდოს, ინიციატივა თავის ხელში უნდა აიღოს. ვინ არის, ამას გამგები გაიგებს.

სიტუაცია, რაც შეიქმნა, ჩემთვის მიუღებელია. პარლამენტში ის ადამიანები ბევრად მეტი ვართ, ვინც არც ერთი კონფლიქტის მხარეს არ ვართ, მაგრამ ის ხალხი ბევრად მოკრძალებულად ვიქცევით, ვისაც იმ გამარჯვებაში ბევრად მეტი დამსახურება აქვს, რა გამარჯვების წყალობითაც დღეს დაპირისპირებული მხარეები პარლამენტში არიან წარმოდგენილნი. ეს არ ნიშნავს, რომ მეტი წვლილის შემტანი ხალხი ასე ცხოვრებას დიდხანს გააგრძელებს. ამიტომ, პროცესებში ის ხალხი უნდა ჩაერიოს, ვინც მდგომარეობაზე პასუხისმგებელია. ამ პრობლემას განკურნება სჭირდება, სხვა შემთხვევაში დაპირისპირება გაღვივდება და დაპირისპირების ნიშნები სერიოზულ კონფლიქტში გადაიზრდება“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.