„ზამთრის თასზე“ პატრიკ ბერგერიც ითამაშებს
„ზამთრის თასზე“ პატრიკ ბერგერიც ითამაშებს

ხვალ, თბილისის ახალი სპორტის სასახლეში „ზამთრის თასის“ გათამაშება იწყება.

ტურნირის პირველ დღეს გათამაშებაში ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები, ასევე 15-წლამდელთა გუნდები ჩაერთვებიან.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ლეგენდების თასზე თბილისში პატრიკ ბერგერიც გვესტუმრება. ჩეხი შემტევი ნახევარმცველი 12 წელი ცნობილ გერმანულ და ინგლისურ კლუბებში თამაშობდა – დორტმუნდის „ბორუსიაში“, „ლივერპულში”, „პორტსმუტში“, „ასტონ ვილასა“ და „სტოკ სიტიში“. ჩეხეთის ნაკრების ფორმა 42-ჯერ მოირგო და 18 გოლი გაიტანა.