„ზამთრის თასზე“ ლეგენდების ტურნირის ყველა მონაწილე გაირკვა
„ზამთრის თასზე“ ლეგენდების ტურნირის ყველა მონაწილე გაირკვა

„ზამთრის თასზე” მონაწილე გუნდების შემადგენლობა გაირკვა. საქართველოს ნაკრების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციამ სხვა გუნდების შემადგენლობებიც დაასახელა.

დავით პეტრიაშვილის სახელობის „ზამთრის თასი 2019″ 11-13 13 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, ხოლო ლეგენდების ტურნირი 13 იანვარს შედგება. 

მთავარი პრიზის მოსაპოვებლად საქართველოს, ფიფას, უეფას, თურქეთის, უკრაინისა და ესპანეთის ვეტერან ფეხბურთელთა გუნდები იბრძოლებენ.

ლეგენდების თასის 2019 წლის გათამაშების მონაწილე გუნდები ორ ქვეჯგუფში განაწილდნენ:

ა ჯგუფი – საქართველო, ფიფა, თურქეთი

ბ ჯგუფი – უეფა, ესპანეთი, უკრაინა

ტრადიციად ქცეულ, დარბაზის ფეხბურთის ტურნირში მონაწილეობას პირველად მიიღებს ფიფას გუნდი, რომლის რიგებში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები იასპარეზებენ.

ფიფა
პიერ ვებო, ჟერემი ნჯიტაპი, სტიპე პლეტიკოშა, პატრიკ ბერგერი, ვლადიმირ შმიცერი, ივიცა ოლიჩი, მარკო მატერაცი, ივან კლასნიჩი, ნუნო გომეში, დარიო შიმიჩი.

უკრაინა
ოლეჰ სობუცკი, ვოლოდიმირ პავლენკო, დმიტრო შაპოვალი, კოსტანტინ ბერეჟნი, ანდრი მაიოროვი, ვალენტინ გრუზდიევი, სერგი ნაგორნიაკი, ბოგდან შერშუნი, ვოლოდიმირ ბონდარენკო, ვიტალი რევა, ანდრი დონეცი, სერგი ნაზარენკო, ედუარდ ციხმეისტრუკი, ვასილ რაცი, იური მაკსიმოვი, ანდრი ვორობიევი, ვიტალი მანძიუკი, იჰორ ციჰანუკი

ესპანეთი
ხუან სანჩესი, ივან კამპო, ხოსე ამავისკა, პედრო კონტრერასი, ლუის მილა, რობერტო ფერნანდესი, ვიქტორ სანჩესი, კატანია, ხუან კარლოს მორენო, ვისენტე ენგონგა

უეფა
მილენკო აჩიმოვიჩი, ჟან-ფრანსის დომერგი, იოან ლუპესკუ, ნოელ მუნი, ოლივიე დოლია, იოზეფ ზაჰორსკი, იანიკ რაბუ, ჯასტინ ნანგმო, ნაჯიბ ელ ომარი, კრისტიან კარბონელი, ერიკ ბოატენგი, კევინ ლამური

თურქეთი
ნევრუზ შერიფი, ნეჯდეთ ერგუნი, თურგაი სემერჯი, მუსტაფა გიულენი, ჰუსეინ შიმშეკი, ჯიჰან ჰასპოლატლი, ომერ ერდოღანი, მეჰმეტ ილმაზი, ჰასან კაბზე, ვოლკან არსლანი, კუბილაი ერელი, ევრენ ნური თურანი, ფარუკ ათალაი, ჯელალ გოკჰანი, სერჰატ ჩიჩეკი, ომერ ჰაჯისალიჰოღლუ, ერსოი უჩტუ